A A A

კლასი : მეოთხე

მასწავლებელი: ია ლაგვილავა

მოსწავლეთა რაოდენობა: 25

სასწავლო საგნებთან ინტეგრაცია:ქართული ენა და ლიტერატურა, მე და საზოგადოება;

განხორციელების თარიღი:11.06.2024

ესგ- თან შესაბამისობა:საზ.მეც.დაწყ.(I).2. ასაკის შესატყვისი ზნეობრივი ღირებულებებისა და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების (სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, განსხვავებულობის მიმღებლობა) გათავისება; რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან მათი დაკავშირება სოციუმში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედებისთვის.

აქტივობის მიზანი:მუზეუმში ქცევის წესების განმტკიცება; მოსწავლეთა ზნეობრივი და კულტურული განვითარება;

სტუმრობის ადგილები:ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი;

ქუთაისის სპორტის ისტორიის მუზეუმი

ნანახი ექსპონანტები ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში: არქეოლოგიურ განყოფილებაში, რომელიც ქუთაისსა და მის შემოგარენში მიკვლეული მასალებით ივსება, ბრინჯაოს და ანტიკური ხანის უამრავი ნიმუშები, მათ შორის: კოლხური ცულები, ცხოველთა სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ბრინჯაოს ბალთები, ძვ. წ. VII-VI საუკუნის მამაკაცის ბრინჯაოსითიფალური ქანდაკება სოფ. ფერსათიდან, ქალის ბრინჯაოს ქანდაკება სოფ. გეგუთიდან და სხვ.ნუმიზმატური კოლექციიდან ძვ. წ. V საუკუნის ვერცხლის კოლხური დიდრაქმა, ძვ. წ. VI-III საუკუნეების კოლხური დრაქმები, ოქროს სტატერი ალექსანდრე მაკედონელის გამოსახულებით; ბერძნული, რომაული, ბიზანტიური, არაბული, ირანული და თურქული, ქართველ მეფეთა - გიორგი III-ის, თამარის, გიორგი ბრწყინვალეს მონეტები და სხვ.შუა საუკუნეების ჭედური ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები: X ს-ის ვერცხლის სტავროთეკა და სამწერლობელი, ამაღლებისა და შობის გამოსახულებიანი XI ს-ის ლორფინები შორაპნიდან და მოწამეთადან, XII-XIII სს-ის მაცხოვრის ხატი მოწამეთადან; XVI-XVIII სს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები;ხელნაწერთა ფონდში, ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ეკლესია- მონასტრებიდან შემოსული წიგნები: XI . დასაწყისის ეტრატზე შესრულებული სახარება-სამოციქულო და სხვა.

ნანახი ექსპონანტები ქუთაისის სპორტის მუზეუმში:ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს, ევროპის, ყოფილი სსრკ, საქართველოს საერთაშორისო ტურნირებში მიღებული სხვადასხვა ჯილდოები ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს მედლები, თასები, ვიმპელები, სუვენირები, სპორტული ინვენტარი, ცნობილ სპორტსმენთა ფოტოები და დოკუმენტური მასალა, სპორტულ თემაზე გამოცემული წიგნები, ჟურნალები.

შედეგები:მოსწავლეება იხილეს უამრავი საოცარი ექსპონანტი, განიმტკიცეს მუზეუმში ქცევის წესები; გიდისგან მიიღეს საინტერესო ცნობები თითოეულ ექსპონანტთან დაკავშირებით, რაც ხელს უწყობს მათ ზნეობრივ, ეთიკურ, საზოგადოებისთვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებას და მათ ღირსეულ, განათლებულ პიროვნებებად აღზრდას;

448455147 443673748552856 1021435804143577334 n  448524710 443673655219532 4813026436323440863 n  448528470 443673825219515 6966528071005751737 n