A A A
18 მარტი - ნარჩენების გადამუშავების საერთაშორისო დღეა ♻️♻️♻️
ეს დღე არასამთავრებო ორგანიზაციის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი სპეტრის, წევრ ქალბატონ ვენერასთან ერთად აღვნიშნეთ. მოსწავლეებთან ერთად ვისაუბრეთ ნარჩენების მართვის სტრატეგიების შესახებ, გვქონდა პრაქტიკული აქტივობებიც ჯგუფურად. მუშაობის შედეგად მოსწავლეებმა ნარჩენებისგან: ბოთლი, შოკოლადის ყუთი, ფანქრების ნათლელი.. დაამზადეს: პენალი, საფანქრე, დასაკიდი ქოთანი და ნახატი.
უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის ქალბატონ ვენერას, ძალიან საინტერესო და შემეცნებითი დღე გვქონდა, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებს შეიძინონ ახალი ჰობი და ისწავლონ ნარჩენების ეფექტურად გამოყენება ♻️♻️♻️???
 

432038230 386996047553960 6336424335108939614 n 432066054 386996464220585 2985938137203408444 n 432085738 386996390887259 8705375138038593312 n 

სკოლის პირველი დღე საოცარი სიურპრიზებით, სილამაზით და სიხალისით გამოირჩევა ყოველთვის. ჩემს პატარებსაც ასეთი სასიამოვნო მოგონებები დარჩებათ. 

https://youtube.com/shorts/CLtge_FSF4o?si=8-1ksVVfWNlm6-vZ

 

კლასი : მეოთხე

მასწავლებელი: ია ლაგვილავა

მოსწავლეთა რაოდენობა: 25

სასწავლო საგნებთან ინტეგრაცია:ქართული ენა და ლიტერატურა, მე და საზოგადოება;

განხორციელების თარიღი:11.06.2024

ესგ- თან შესაბამისობა:საზ.მეც.დაწყ.(I).2. ასაკის შესატყვისი ზნეობრივი ღირებულებებისა და საზოგადოებაში მიღებული ეთიკის ნორმების (სამართლიანობა, პასუხისმგებლობა, განსხვავებულობის მიმღებლობა) გათავისება; რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან მათი დაკავშირება სოციუმში ადეკვატურად და ეთიკურად მოქმედებისთვის.

აქტივობის მიზანი:მუზეუმში ქცევის წესების განმტკიცება; მოსწავლეთა ზნეობრივი და კულტურული განვითარება;

საგანი: ქართული, მუსიკა, ხელოვნება;

კლასი: მესამე

ღონისძიების ჩატარების დრო: 16,10,2022

მიზნები:

ლექსის მხატვრულად კითხვის უნარის გამომუშავება;

როლების მორგება და გათამაშება;

შემოქმედებითი უნარების განვითარება;

შედეგები:

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს როლები, სიმღერითა და ცეკვით აღნიშნეს დალოცვილი შემოდგომის ბარაქა, წარმოთქვეს ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები. სააქტო დარბაზში მოაწყვეს გამოფენა შემოდგომის სურათებით, რომლებიც ამავე კლასის მოსწავლეების ხელით არის შექმნილი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ:  სკოლის დირექციის წევრები, პედაგოგები და მშობლები.

20221116 131306