საგანი: ქართული, მუსიკა, ხელოვნება;
კლასი: მესამე
ღონისძიების ჩატარების დრო: 16,10,2022
მიზნები:
ლექსის მხატვრულად კითხვის უნარის გამომუშავება;
როლების მორგება და გათამაშება;
შემოქმედებითი უნარების განვითარება;
შედეგები:
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, გაითამაშეს როლები, სიმღერითა და ცეკვით აღნიშნეს დალოცვილი შემოდგომის ბარაქა, წარმოთქვეს ქართული ტრადიციული სადღეგრძელოები. სააქტო დარბაზში მოაწყვეს გამოფენა შემოდგომის სურათებით, რომლებიც ამავე კლასის მოსწავლეების ხელით არის შექმნილი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: სკოლის დირექციის წევრები, პედაგოგები და მშობლები.