A A A

2022 წლის 30 ოქტომბერს, მოვაწყვეთ ექსკურსია შემდეგი მარშუტით:

 ვანის ისტორიული მუზეუმი,

გალაკტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმები.

მოსწავლეები მუზეუმებში წასვლამდე გაეცნენ საქართველოს ისტორიას, ქართულ და ბერძნულ მითოლოგიას, ასევე  მწერალთა ბიოგრაფიებს.

ექსკურსიის მიზანი იყო:

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა,
  • მუზეუმში ქცევის წესების გამომუშავება.

მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ ექსკურსიათმძღოლს და ათვალიერებდნენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს. ასევე დაათვალიერეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ისტორიული საცხოვრებელი სახლები.

მუზეუმების დათვალიერების შემდეგ ვითამაშეთ ყველამ ერთად.

დღის ბოლოს დიდი თუ პატარა ერთმანეთს უზიარებდა სანახაობით მიღებულ შთაბეჭდილებებს .

შედეგები:

მოსწავლეებმა ნასწავლი დააკავშირეს მუზეუმში გიდის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას;

გამოუმუშავდათ მუზემში ქცევის წესები.

დღიურებში ჩაინიშნეს მიღებული საინტერესო ინფორმაცია, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.20221030 120618

20221030 13374020221030 13544820221030 14072420221030 135800