A A A

თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში – II 2024 წლის 12 ივნისს სსიპ ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია “თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში.” კონფერენციის მიზანი იყო: სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; მასწავლებელთა შინაგანი მოტივაციის გაძლიერება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; თანამედროვე პროფესიული პრაქტიკის გაზიარება. აღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და დაწყებითის კათედრა; იგი წელს მეორედ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები: ასმათ ტოგონიძე, თამარ გოგატაძე, მედეა ადეიშვილი (ქუთაისის N17 სჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებლები); ნინო მეფარიძე (ქუთაისის N29 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნინო გეწაძე (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); მარიამ ბოლქვაძე (ქუთაისის N14 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ია ლაგვილავა (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწვლებელი); ლალი კიკნაძე (ქუთაისის N14 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); თინათინ მილორავა (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); თამარ ჯინჭარაძე (ქუთაისის N24 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნინო მერკვილაძე (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნატო მაისურაძე (ქუთაისის N29 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); კონფერენცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა გიორგი ოსაძემ და მონაწილეები დააჯილდოვა სერტიფიკატებით. სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ; კონფერენცია მიიღებს ტრადიციულ სახეს და ჩატარდება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს.

438124866 385171661219726 1775583828927250024 n