- დეტალები
- კატეგორია: პროექტები
თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში – II 2024 წლის 12 ივნისს სსიპ ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია “თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში.” კონფერენციის მიზანი იყო: სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; მასწავლებელთა შინაგანი მოტივაციის გაძლიერება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; თანამედროვე პროფესიული პრაქტიკის გაზიარება. აღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და დაწყებითის კათედრა; იგი წელს მეორედ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები: ასმათ ტოგონიძე, თამარ გოგატაძე, მედეა ადეიშვილი (ქუთაისის N17 სჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებლები); ნინო მეფარიძე (ქუთაისის N29 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნინო გეწაძე (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); მარიამ ბოლქვაძე (ქუთაისის N14 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ია ლაგვილავა (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწვლებელი); ლალი კიკნაძე (ქუთაისის N14 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); თინათინ მილორავა (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); თამარ ჯინჭარაძე (ქუთაისის N24 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნინო მერკვილაძე (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნატო მაისურაძე (ქუთაისის N29 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); კონფერენცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა გიორგი ოსაძემ და მონაწილეები დააჯილდოვა სერტიფიკატებით. სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ; კონფერენცია მიიღებს ტრადიციულ სახეს და ჩატარდება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს.
- დეტალები
- კატეგორია: პროექტები
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სსიპ ქ. ქუთაისის #17 საჯარო სკოლის 4⁵ კლასს (დამრიგებელი - ია ლაგვილავა) უმასპინძლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულებამ. არაჩვეულებრივ მასტერკლასს უძღვებოდა კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი. მოსწავლეებმა მასტერკლასის ფარგლებში აიმაღლეს ცოდნა კალიგრაფიული ხელოვნების მიმართულებით და კალიგრაფის დახმარებით შეასრულეს საინტერესო ნამუშევრები, მოეფერნენ ქართულ ანბანს და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.
- დეტალები
- კატეგორია: პროექტები
აქტივობის სახელწოდება: დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო
მასწავლებელი: ია ლაგვილავა
კლასი: მეოთხე
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
მშობელთა რაოდენობა :25
აქტივობის მიზნები:მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასწავლო პროცესში• მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდა• დედის მიმართ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობის ამაღლება;
აქტივობები:1. მოსწავლეები შეავსებენ წინასწარ მომზადებულ რესურსებს დედების შესახებ,მათ შორის ერთ-ერთი აქტივობაა მათი დახატვა მშობლები კი შემდეგშეეცდებიან ამოიცნონ საკუთარი თავი;2. მოსწავლები გაგვაცნობენ როგორ აღინიშნება დედის დღე მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში, ისაუბრებენ მისი მნიშვნელობისშესახებ და დედებს წაუკითხავენ გამონათქვამებსა და ლექსებს დედაშვილობისშესახებ;3. მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც ჩაერთვებიან და ისინიც წაიკითხავენფრაზებს დედაშვილობააზე;4. თამაში: დედები და შვილები ერთმანეთს დაუდგებიან ზურგით და ექნებათდაფები, როდესაც მასწავლებელი დასვამს კითხვებს, ისინი დაწერენ პასუხებსისე რომ ერთმანეთს არ ანახონ, გაიმარჯვებენ თუ პასუხები ერთმანეთსდაემთხვევა; კითხვები:1. რომელია მოსწავლის/მშობლის საყვარელი ფერი?2. რომელია მოსწავლის/მშობლის საყვარელი საჭმელი?3. რისი გაკეთება უყვარს თავისუფალ დროს მოსწავლეს/მშობელს?4. რომელი წიგნი უყვარს ყველაზე მეტად მოსწავლეს?5. რომელი სიმღერა უყვარს ყველაზე მეტად მშობელს?5. თამაში ჭიქების დალაგებაზე ვინ უფრო სწრაფი იქნება ის გაიმარჯვებს;6. თამაში: მონაწილეები ხელს ადებენ სხეულის იმ ნაწილზე როომელსაცმასწავლებელი დაასახელებს, ხოლო როცა იტყვის ჭიქა, ვინც მოასწრებს აღებასის იმარჯვებს;7. მოსწავლეების წინასწარ მომზადებული პორტრეტები იქნება დაკიდებულიოთახში და მშობლები შეეცდებიან ამოიცნონ საკუთარი თავი;8. დაჯილდოება მშობელებისა და შვილების მათთვის სიურპრიზად მომზადებულისპეციალური სურათებით;
შედეგები: მოსწავლეთა და მშობელთა გაზრდილი მოტივაცია და პოზიტიური სასწავლო გარემო;
- დეტალები
- კატეგორია: პროექტები
საახალწლო საერთაშორისო პროექტი, რომლის შედეგად ორი მეზობელი სახელმწიფოს - საქართველო და თურქეთის მოსწავლეებმა გაცვალეს საახალწლო ბარათები, გაიცნეს ერთმანეთი და მეგობრული დამოკიდებულება გამოამჟღავნეს. თითქოს პატარა პროექტი, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდ მიზნებზე დაფუძნებული, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელია.
- დეტალები
- კატეგორია: პროექტები
პროექტი: ჩემი სახლის საყვარელი ბინადრები (მცენარეები თუ ცხოველები- არჩევანი თავისუფალია)
კლასი: მესამე
პროექტის მიზანი:
1. კვლევა-ძიების უნარების განვითარება;
2. სახლის ბინადრების მოვლის წესების გარკვევა;
3.ბუნების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების აჩამოყალიბება;
მუშაობის ფორმები: ინდივიდუალური და ჯგუფური;
მუშაობის პერიოდი: 2 კვირა;
სამუშაოს ეტაპები:
1. მოიძიე ინფორმაცია ცხოველის/მცენარის შესახებ;
2. გაარკვიე რომელი მათგანის არსებობა არის შესაძლებელი სახლში;
3. დახატეთ ან აჩვენეთ მისი (მათი) ფოტოები;
4. აღწერეთ მათი თვისებები;
5. დახატე შენი სახლის ბინადარი მცენარე ან ცხოველი;
6. განსაზღვრე შენი მოვალეობები პროექტში;
შედეგების გაფორმება: თაბახის ფურცელზე, ფორმატზე ან წიგნის სახით;
პროექტის მასალები: დაწერე, დააწებე, დახატე, რაც საჭიროდ მიგაჩნია;
პრეზენტაცია. პრეზენტაციის ბოლოს გაეცით რჩევები.
როგორ ვაფასებ საკუთარ მუშაობას პროექტზე (საინტერესო იყო თუ ძნელი? იყო დამოუკიდებელი თუ საჭირო იყო უფროსების დახმარება? როგორ ითანამშრომლე კლასელებთან? იყო თუ არა სამუშოა წარმატებული?)