A A A

საახალწლო ვიქტორინა - ინტეგრირებული გაკვეთილი

თემა: საახალწლო ვიქტორინა

კლასი: მესამე

მოსწავლეთა რაოდენობა: 23

გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 26.12.2022

საგანი: ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება;

მიზანი:

  • სემესტრის განმავლობაში ნასწალის განმტკიცება;
  • ყურადღების უნარის განმტკიცება;
  • ხელის მოტორიკის განვითარება;
  • წერილის წერის უნარების განმტკიცება;
  • მათემატიკური გამოთვლების უნარების განმტკიცება;
  • სააზროვნო უნარების განვითარება;
  • მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
  • საახალწლო განწყობის შექმნა;

აქტივობები:

  • ბუნებისმეტყველებიდან კითხვების მიხედვით კროსვორდის შევსება;
  • მათემატიკური მოქმედებების და გამოთვლების შესრულება საახალწლო კანფეტის ფორმაზე;
  • სახელოვნებო საქმე: საახალწლო დეკორაციის დამზადება;
  • თამაში: ხილის სახელი და მოქმედება, რაც ხელს უწყობს ყურადღების უნარის განვითარებას და მოტივაციის ზრდას;
  • ქართულიდან წერილის წერის უნარების გაზრდა;
  • საახალწლო ცეკვის და სიმღერის შესრულება;

შედეგები:

მოსწავლეებმა გაიხენეს ნასწავლი;

შეავსეს კროსვორდი;

შეასრულეს მათემატიკური მოქმედებები;

თითოეულმა მოსწავლემ ნამუშევრის პრეზენტაცია წარმოადგინა;

კარგად გაიაზრეს თამაშის: ხილი და მოქმედება - პირობა და ყურადღებით ითამაშეს;

შევასრულეთ საახალწლო ცეკვა და სიმღერა მასწავლებელთან ერთად, რაც კიდევ უფრო უმაღლებთ მოტივაციას;

დაამზადეს საახალწლო დეკორაციები;

წერილები მისწერეს თოვლის ბაბუას;

20221226 141059

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

თარიღი: 13.12.2022 

ხანგრძლივობა: 4 დღე

ძირითადი რესურსი/ტექსტი: ა.წერეთელი „ყმაწვილი და პეპელა“

კლასი: მესამე

სკოლა: სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლა

პედაგოგი: ია ლაგვილავა

მატრიცის სარჩევი:

დავალება:

  • ლექსის მიხედვით კომიქსის შექმნა;
  • ხუთი კითხვის აქტივობა;
  • როლურად ლექსის გაცოცხლება ჩრდილების თეატრის დახმარებით;

რესურსები და აქტივობები:

რესურსები და აქტივობები:

რესურსი1. ა.წერეთლის ლექსი „ყმაწვილი და პეპელა

აქტივობა1. პაუზებით კითხვა (კითხულობს მასწავლებელი), ვარაუდების გამოთქმა

აქტივობა2. ლექსზე ინტერაქცია

აქტივობა3. ლექსიკაზე მუშაობა

აქტიობა4. აკაკი წერეთლის ბიოგრაფიის გაცნობა

რესურსი2. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის პრეზენტაცია;

აქტივობა5. ვირტუალური მოგზაურობა აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმში;

დავალება1 კომიქსების შექმნა;

აქტივობა 6. ნამუშევრების გამოფენა;

აქტივობა7. ლექსის სწავლა

დავალება2. ლექსის როლურად გათამაშება ჩრდილების თეატრში;

რესურსები:

პრეზენტაცია აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის;

ჩრდილების თეატრი

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი - იხ. http://www.ice.ge/liv/liv/ganmartebiti.php

 

საგანი: ქართული, ბუნება.

პედაგოგი: ია ლაგვილავა.

კლასი: მესამე

თარიღი: 24,11,2022

გაკვეთილის თემა: ქართული - ხალხური ზღაპარი „გვრიტი“ , ბუნება - „ჩრდილი“

გაკვეთილი მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ:

  • მხატვრული ტექსტის ანალიზი და შეჯამება.
  • ცოდნის ტრანსფერი ქართულ ენასა და ბუნებას შორის, კერძოდ ჩრდილის გამოყენება როლური თამაშის დროს, ჩრდილების თეატრის მოწყობა;

აქტივობები:

1.გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა;

2.კითხვა-პასუხი ტექსტის მიხედვით;

3. თანმიმდევრობის შედგენა ზღაპრის მიხედვით;

4. წერილობითი დავალება:  

მოიფიქრე სიტყვები, რომლებიც გვრიტის მადლიერებას გამოხატავს;

5. ჩრდილების თეატრი, ბავშვები გადაინაწილებენ როლებს;

6. გასასვლელი ბარათების შევსება, რომელშიც მოცემულია კითხვები გაკვეთილის შესაჯამებლად;

7. მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს, რამდენად მოეწონათ, თუ იყო საინტერესო;

გაკვეთილს ესწრებოდნენ კოლეგები.

გაკვეთილის თემა

მზის სისტემა

თარიღი

29.09.2022

მასწავლებლი

ია ლაგვილავა

საგანი/საგნები

ბუნება

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს მზის სისტემის აღწერა, მზის და პლანეტების მოკლე დახასიათება, ასევე, რა თანმიმდევრობითაა პლანეტები დალაგებული მზის სისტემაში.

გაკვეთილის მსვლელობა

1.      წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვებით;

რა არის მზე?

რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

რით განსხვავდება ერთმანეთისაგან მზე და პლანეტები?

რა ჰქვია იმ პლანეტას სადაც ჩვენ ვცხოვრობთ?

რა არის კოსმოსი?

რომელ გალაქტიკაშია მზის სისტემა?

2.      მზის სისტემის მოდელების პრეზენტაცია;

3.      ვიდეო-რგოლის ჩვენება მზის სისტემაზე;

4.      როლური თამაში: მოსწავლეები დაიყოფა 2-3 ჯგუფად ჯგუფში უნდა იყოს 9 მოსწავლე და ვათამაშებ როლურ თამაშს, ერთი იქნება მზე, დანარჩენი პლანეტები, და პლანეტები რომლებიც იქნებიან მზის გარშმო თანმიმდევრობით უნდა დადგნენ. ამ აქტივობით კარგად დაიმახსოვრებენ რომელი პლანეტა მერამდენე ადგილზე დგას მზიდან დაშორების მიხედვით. მოსწავლეებს ფურცლებს დავურიგებ, სადაც ეწერება პლანეტების სახელები.

5.      მოსწავლეები სპეციალურად გამზადებულ ფურცლებზე ხატავენ მზის სისტემას, სადაც გამოყოფილია ორბიტები და თანმიმდევრობით დაალაგებენ პლანეტებს;

6.      კროსვორდის შევსება პლანეტების სახელების მიხედვით;

7.      კითხვარის შევსება: რა ვიცოდი? რა  გავიგე? რა მინდა ვიცოდე?

შედეგები

მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნებათ მზის სისტემის შესახებ;

მოსწავლეები დახატავს პლანეტებს და თანმიმდევრობით განალაგებენ მათ მზიდან დაშორების მიხედვით.

მოსწავლეები როლური თამაშის საშუალებით, რეალურად წარმოიდგენენ მზის სისტემის განლაგებას და მოძრაობას;

მოსწავლეები კითხვარის საშუალებით შეაფასებენ შესწავლილ მასალას და გამოხატავენ თავიანთ სურვილებს ახალი ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.

   
 

 

299041177 6308323075860952 5328246692450896150 n

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! წარმატებისა და წინსვლის მომტანი წელი ყოფილიყოს ეს წელი ყველა აღსაზრდელისა და აღმზრდელისთვის. ასეთი საზეიმო განწყობით შევხვდით მე-17 საჯარო სკოლის მესამე-მეხუთე კლასში ახალ სასწალო წელს. წინ ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველის ცოდნის სამყაროში.