საახალწლო ვიქტორინა - ინტეგრირებული გაკვეთილი
თემა: საახალწლო ვიქტორინა
კლასი: მესამე
მოსწავლეთა რაოდენობა: 23
გაკვეთილის ჩატარების თარიღი: 26.12.2022
საგანი: ქართული, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება, ხელოვნება;
მიზანი:
- სემესტრის განმავლობაში ნასწალის განმტკიცება;
- ყურადღების უნარის განმტკიცება;
- ხელის მოტორიკის განვითარება;
- წერილის წერის უნარების განმტკიცება;
- მათემატიკური გამოთვლების უნარების განმტკიცება;
- სააზროვნო უნარების განვითარება;
- მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება;
- საახალწლო განწყობის შექმნა;
აქტივობები:
- ბუნებისმეტყველებიდან კითხვების მიხედვით კროსვორდის შევსება;
- მათემატიკური მოქმედებების და გამოთვლების შესრულება საახალწლო კანფეტის ფორმაზე;
- სახელოვნებო საქმე: საახალწლო დეკორაციის დამზადება;
- თამაში: ხილის სახელი და მოქმედება, რაც ხელს უწყობს ყურადღების უნარის განვითარებას და მოტივაციის ზრდას;
- ქართულიდან წერილის წერის უნარების გაზრდა;
- საახალწლო ცეკვის და სიმღერის შესრულება;
შედეგები:
მოსწავლეებმა გაიხენეს ნასწავლი;
შეავსეს კროსვორდი;
შეასრულეს მათემატიკური მოქმედებები;
თითოეულმა მოსწავლემ ნამუშევრის პრეზენტაცია წარმოადგინა;
კარგად გაიაზრეს თამაშის: ხილი და მოქმედება - პირობა და ყურადღებით ითამაშეს;
შევასრულეთ საახალწლო ცეკვა და სიმღერა მასწავლებელთან ერთად, რაც კიდევ უფრო უმაღლებთ მოტივაციას;
დაამზადეს საახალწლო დეკორაციები;
წერილები მისწერეს თოვლის ბაბუას;