A A A

მე-5 კლასის მოსწავლეებმა შეასრულეს კოპლექსური დავალება და ერთ გაკვეთილზე შეძლეს გაეცოცხლებინათ შესანიშნავი მოთხრობა „მასპინძელი დათვი“. მოთხრობის სპექტაკლად დადგმის პროცესი იყო ძალიან საინტერესო და სახლისო როგორც მოსწავლებიისთვის ასევე ჩემთვის. ვფიქრობ ეს გაკვეთილი მუდამ დარჩება ჩვენს გულებში და არასდროს დაავიწყდებათ. ნაწარმოებების მსგავსი გაცოცხლება და როლურ თამაშებში გადმოტანა მოსწავლებისთვის უფრო მეტად საინტერესო და ეფექტიანია.

გაკვეთილის თემა

ვულკანი

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

20

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

ბუნ.II.9. მოსწავლეს  შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

ბუნ.II.3. მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა;

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • აღწეროს ვულკანის აგებულება, მისი თვისებები;
  • შეძლოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება;
  • შეძლოს ცდის აღწერა;

წინასწარი ცოდნა

  • მოსწავლეებმა იციან რომ დედამიწაზე არსებობს ვულკანები
  • მოსწავლეებმა იციან, რომ ვულკანიდან ცხელი ლავა გადმოდის.

შეფასების საგანი და პროცედურები

  • გონებრივი იერიში;
  • წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოს ჩვენება;
  • კითხვა-პასუხი; რა გაიგეს ახალი, კიდევ რისი გაგება აინტერესებთ; ვულკანის დახასიათება;
  • წინასწარ გამზადებული ვულკანის მაკეტის ჩვენება; ვულკანის აგებულების გამეორება;
  • ცდა : ვულაკნის ამოფრქვევის იმიტაცია სოდისა და ძმრის საშუალებით ვულკანის მაკეტში.
  • წიგნში ტექსტის კითხვა;
  • გასაფერადებელი დავალება  ვულკანებზე;
  • განმავითარებელი შეფასება

რესურსები

საინფორმაციო ვიდეო ვულკანზე, ვულკანის მაკეტი, სოდა ძმარი, კოვზი, დაფა, ცარცი, ფურცლები, ვულკანის გასაფერადებელი ილუსტრაციები, წიგნი.

გაკვეთილის თემა

მელიას კუდი მოწმედ - შეჯამება

ქოჩორა - ახსნა

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

16

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

ქართ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემაატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება;

ქართ.II.8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი/ წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად;

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • გააცოცხლოს მოთხრობის პერსონაჟები ნახატებით;
  • როლებში ვიზუალურად წარმოადგინოს მოთხრობის შინაარსი;
  • შეძლოს ნაწარმოების შეჯამება;
  • გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება;
  • დაახასიათოს პერსონაჟები;
  • წაიკითხოს ტექსტი გაგრძელებით;

წინასწარი ცოდნა

  • მოსწავლეებს როლურად კითხვის გამოცდილება აქვთ იგივე ტექსტზე;
  • მოსწავლეებმა იციან ტექსტის შინაარსი „მელაკუდას კუდი მოწმედ“;

შეფასების საგანი და პროცედურები

  • გონებრივი იერიში;
  • მოსწავლეები წარმოადგენენ თოჯინების თეატრის მსგავსად როლებში ტესტის შინაარსს წინასწარ მომზადებული დახატული პერსონაჟებისა და სცენის დახმარებით;
  • შეჯამება კითხვა პასუხით;
  • მოლოდინების გამოთქმა სურათის მიხედვით;
  • წინასწარ მომწადებული ვიდეო რგოლის ჩვენება;
  • პერსონაჟების დახასიათება;
  • ტექსტის კითხვა გაგრძელებით;
  • განმავითარებელი შეფასება;

რესურსები

დაფა, ცარცი, მოსწავლეთა მომზადებული დახატული პერსონაჟები, სცენა თოჯინების თეატრისთვის, ქოჩორას ანიმაციური ვიდეო (წინასწარ მომზადებული მასწავლებლის მიერ), წიგნები.

გაკვეთილის თემა

შენც იზრდები და ვითარდები

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

14

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

ბუნ.II.2. მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება;

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • აღწეროს ცოცხალი ორგანიზმის ზრდა-განვითარების პროცესში მომხდარი ცვლილებები;
  • საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება;
  • პრეზენტაციის უნარების ჩამოყალიბება;
  • შეადაროს ერთმანეთს თავისი ზრდის ეტაპები;

წინასწარი ცოდნა

  • მოსწავლეები იცნობენ ადამიანის და სხვა ცოცხალი ორგანიზმების განვითარების ეტაპებს;
  • მოსწავლეებმა იციან, რომ ცოცხალი ორგანიზმები მრავლდებიან, იზრდებიან და ვითარდებიან;

შეფასების საგანი და პროცედურები

  • გონებრივი იერიში;
  • მოსწავლეები წარმოადგენენ წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციებს, სადაც გამოსახულკია მათი ზრდა-განვითარების ამსახველი ფოტოები და შესაბისად აღწერენ;
  • შეჯამება კითხვა პასუხით;
  • განმავითარებელი შეფასება;

რესურსები

დაფა, ცარცი, მოსწავლეთა მომზადებული პრეზენტაციები

 

 

გაკვეთილის თემა

ცხოველები იზრდებიან, ვითარდებიან

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

14

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

ბუნ.II.1. მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი  ნაწილების აღწერა;

ბუნ.II.2. მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება;

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • აღწეროს ცოცხალი ორგანიზმის ზრდა-განვითარების პროცესში მომხდარი ცვლილებები;
  • საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება;
  • შეადაროს ერთმანეთს ზრდასრული ორგანიზმები და მათი განვითარება;

წინასწარი ცოდნა

  • მოსწავლეები იცნობენ პეპლის და ბაყაყის განვითარების ეტაპებს;
  • მოსწავლეებმა იციან, რომ ცოცხალი ორგანიზმები მრავლდებიან, იზრდებიან და ვითარდებიან;

შეფასების საგანი და პროცედურები

  • გონებრივი იერიში;
  • წერილობით გადმოსცენ პეპლის და ბაყაყის გამრავლება და განვითარება;
  • სპეციალურად გამზადებულ ფურცელზე პეპლის და ბაყაყის ილუსტრაციის გაფერადება;
  • შეჯამება კითხვა პასუხით
  • განმავითარებელი შეფასება
  • საშინაო დავალება: გამოძერწონ ცოცხალი ორგანიზმები განვითარების ეტაპების შესაბამისად;

რესურსები

დაფა, ცარცი, ფურცლები, პეპლის და ბაყაყის გასაფერადებელი ილუსტრაციები, წიგნი.