A A A

 

გაკვეთილის თემა

ცხოველები იზრდებიან, ვითარდებიან

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

14

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

ბუნ.II.1. მოსწავლეს  შეუძლია მცენარის და ცხოველის სხეულის ძირითადი  ნაწილების აღწერა;

ბუნ.II.2. მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება;

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • აღწეროს ცოცხალი ორგანიზმის ზრდა-განვითარების პროცესში მომხდარი ცვლილებები;
  • საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება;
  • შეადაროს ერთმანეთს ზრდასრული ორგანიზმები და მათი განვითარება;

წინასწარი ცოდნა

  • მოსწავლეები იცნობენ პეპლის და ბაყაყის განვითარების ეტაპებს;
  • მოსწავლეებმა იციან, რომ ცოცხალი ორგანიზმები მრავლდებიან, იზრდებიან და ვითარდებიან;

შეფასების საგანი და პროცედურები

  • გონებრივი იერიში;
  • წერილობით გადმოსცენ პეპლის და ბაყაყის გამრავლება და განვითარება;
  • სპეციალურად გამზადებულ ფურცელზე პეპლის და ბაყაყის ილუსტრაციის გაფერადება;
  • შეჯამება კითხვა პასუხით
  • განმავითარებელი შეფასება
  • საშინაო დავალება: გამოძერწონ ცოცხალი ორგანიზმები განვითარების ეტაპების შესაბამისად;

რესურსები

დაფა, ცარცი, ფურცლები, პეპლის და ბაყაყის გასაფერადებელი ილუსტრაციები, წიგნი.

 261773572 264934522362189 2890297670613058800 n IMG20211129125230 1231