A A A

გაკვეთილის თემა

ვულკანი

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

20

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

ბუნ.II.9. მოსწავლეს  შეუძლია გარემოსადმი საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

ბუნ.II.3. მოსწავლეს შეუძლია ადვილად დაკვირვებადი მოძრაობების აღწერა;

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • აღწეროს ვულკანის აგებულება, მისი თვისებები;
  • შეძლოს საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და დასაბუთება;
  • შეძლოს ცდის აღწერა;

წინასწარი ცოდნა

  • მოსწავლეებმა იციან რომ დედამიწაზე არსებობს ვულკანები
  • მოსწავლეებმა იციან, რომ ვულკანიდან ცხელი ლავა გადმოდის.

შეფასების საგანი და პროცედურები

  • გონებრივი იერიში;
  • წინასწარ მომზადებული საინფორმაციო ვიდეოს ჩვენება;
  • კითხვა-პასუხი; რა გაიგეს ახალი, კიდევ რისი გაგება აინტერესებთ; ვულკანის დახასიათება;
  • წინასწარ გამზადებული ვულკანის მაკეტის ჩვენება; ვულკანის აგებულების გამეორება;
  • ცდა : ვულაკნის ამოფრქვევის იმიტაცია სოდისა და ძმრის საშუალებით ვულკანის მაკეტში.
  • წიგნში ტექსტის კითხვა;
  • გასაფერადებელი დავალება  ვულკანებზე;
  • განმავითარებელი შეფასება

რესურსები

საინფორმაციო ვიდეო ვულკანზე, ვულკანის მაკეტი, სოდა ძმარი, კოვზი, დაფა, ცარცი, ფურცლები, ვულკანის გასაფერადებელი ილუსტრაციები, წიგნი.