A A A

გაკვეთილის თემა

მელიას კუდი მოწმედ - შეჯამება

ქოჩორა - ახსნა

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

16

გაკვეთილის გეგმისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

ქართ.II.2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემაატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება;

ქართ.II.8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი/ წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად;

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

  • გააცოცხლოს მოთხრობის პერსონაჟები ნახატებით;
  • როლებში ვიზუალურად წარმოადგინოს მოთხრობის შინაარსი;
  • შეძლოს ნაწარმოების შეჯამება;
  • გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება;
  • დაახასიათოს პერსონაჟები;
  • წაიკითხოს ტექსტი გაგრძელებით;

წინასწარი ცოდნა

  • მოსწავლეებს როლურად კითხვის გამოცდილება აქვთ იგივე ტექსტზე;
  • მოსწავლეებმა იციან ტექსტის შინაარსი „მელაკუდას კუდი მოწმედ“;

შეფასების საგანი და პროცედურები

  • გონებრივი იერიში;
  • მოსწავლეები წარმოადგენენ თოჯინების თეატრის მსგავსად როლებში ტესტის შინაარსს წინასწარ მომზადებული დახატული პერსონაჟებისა და სცენის დახმარებით;
  • შეჯამება კითხვა პასუხით;
  • მოლოდინების გამოთქმა სურათის მიხედვით;
  • წინასწარ მომწადებული ვიდეო რგოლის ჩვენება;
  • პერსონაჟების დახასიათება;
  • ტექსტის კითხვა გაგრძელებით;
  • განმავითარებელი შეფასება;

რესურსები

დაფა, ცარცი, მოსწავლეთა მომზადებული დახატული პერსონაჟები, სცენა თოჯინების თეატრისთვის, ქოჩორას ანიმაციური ვიდეო (წინასწარ მომზადებული მასწავლებლის მიერ), წიგნები.