A A A

გაკვეთილის თემა

მზის სისტემა

თარიღი

29.09.2022

მასწავლებლი

ია ლაგვილავა

საგანი/საგნები

ბუნება

მიზანი

მოსწავლემ შეძლოს მზის სისტემის აღწერა, მზის და პლანეტების მოკლე დახასიათება, ასევე, რა თანმიმდევრობითაა პლანეტები დალაგებული მზის სისტემაში.

გაკვეთილის მსვლელობა

1.      წინარე ცოდნის გააქტიურება კითხვებით;

რა არის მზე?

რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

რით განსხვავდება ერთმანეთისაგან მზე და პლანეტები?

რა ჰქვია იმ პლანეტას სადაც ჩვენ ვცხოვრობთ?

რა არის კოსმოსი?

რომელ გალაქტიკაშია მზის სისტემა?

2.      მზის სისტემის მოდელების პრეზენტაცია;

3.      ვიდეო-რგოლის ჩვენება მზის სისტემაზე;

4.      როლური თამაში: მოსწავლეები დაიყოფა 2-3 ჯგუფად ჯგუფში უნდა იყოს 9 მოსწავლე და ვათამაშებ როლურ თამაშს, ერთი იქნება მზე, დანარჩენი პლანეტები, და პლანეტები რომლებიც იქნებიან მზის გარშმო თანმიმდევრობით უნდა დადგნენ. ამ აქტივობით კარგად დაიმახსოვრებენ რომელი პლანეტა მერამდენე ადგილზე დგას მზიდან დაშორების მიხედვით. მოსწავლეებს ფურცლებს დავურიგებ, სადაც ეწერება პლანეტების სახელები.

5.      მოსწავლეები სპეციალურად გამზადებულ ფურცლებზე ხატავენ მზის სისტემას, სადაც გამოყოფილია ორბიტები და თანმიმდევრობით დაალაგებენ პლანეტებს;

6.      კროსვორდის შევსება პლანეტების სახელების მიხედვით;

7.      კითხვარის შევსება: რა ვიცოდი? რა  გავიგე? რა მინდა ვიცოდე?

შედეგები

მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნებათ მზის სისტემის შესახებ;

მოსწავლეები დახატავს პლანეტებს და თანმიმდევრობით განალაგებენ მათ მზიდან დაშორების მიხედვით.

მოსწავლეები როლური თამაშის საშუალებით, რეალურად წარმოიდგენენ მზის სისტემის განლაგებას და მოძრაობას;

მოსწავლეები კითხვარის საშუალებით შეაფასებენ შესწავლილ მასალას და გამოხატავენ თავიანთ სურვილებს ახალი ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.

   
 

 

299041177 6308323075860952 5328246692450896150 n

308478196 656271729405721 8786372583654629430 n308595782 422195726703342 7165203768345094638 n308711514 5543547745683838 8484984757932932574 n