საგანი: ქართული, ბუნება.
პედაგოგი: ია ლაგვილავა.
კლასი: მესამე
თარიღი: 24,11,2022
გაკვეთილის თემა: ქართული - ხალხური ზღაპარი „გვრიტი“ , ბუნება - „ჩრდილი“
გაკვეთილი მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ:
- მხატვრული ტექსტის ანალიზი და შეჯამება.
- ცოდნის ტრანსფერი ქართულ ენასა და ბუნებას შორის, კერძოდ ჩრდილის გამოყენება როლური თამაშის დროს, ჩრდილების თეატრის მოწყობა;
აქტივობები:
1.გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა;
2.კითხვა-პასუხი ტექსტის მიხედვით;
3. თანმიმდევრობის შედგენა ზღაპრის მიხედვით;
4. წერილობითი დავალება:
მოიფიქრე სიტყვები, რომლებიც გვრიტის მადლიერებას გამოხატავს;
5. ჩრდილების თეატრი, ბავშვები გადაინაწილებენ როლებს;
6. გასასვლელი ბარათების შევსება, რომელშიც მოცემულია კითხვები გაკვეთილის შესაჯამებლად;
7. მოსწავლეები აფასებენ გაკვეთილს, რამდენად მოეწონათ, თუ იყო საინტერესო;
გაკვეთილს ესწრებოდნენ კოლეგები.