A A A

2022 წლის 30 ოქტომბერს, მოვაწყვეთ ექსკურსია შემდეგი მარშუტით:

 ვანის ისტორიული მუზეუმი,

გალაკტიონ ტაბიძისა და ტიციან ტაბიძის სახლ-მუზეუმები.

მოსწავლეები მუზეუმებში წასვლამდე გაეცნენ საქართველოს ისტორიას, ქართულ და ბერძნულ მითოლოგიას, ასევე  მწერალთა ბიოგრაფიებს.

ექსკურსიის მიზანი იყო:

  • საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაცნობა,
  • მუზეუმში ქცევის წესების გამომუშავება.

მოსწავლეები დიდი ინტერესით უსმენდნენ ექსკურსიათმძღოლს და ათვალიერებდნენ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ მასალებს. ასევე დაათვალიერეს დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწეების ისტორიული საცხოვრებელი სახლები.

მუზეუმების დათვალიერების შემდეგ ვითამაშეთ ყველამ ერთად.

დღის ბოლოს დიდი თუ პატარა ერთმანეთს უზიარებდა სანახაობით მიღებულ შთაბეჭდილებებს .

შედეგები:

მოსწავლეებმა ნასწავლი დააკავშირეს მუზეუმში გიდის მიერ გადმოცემულ ინფორმაციას;

გამოუმუშავდათ მუზემში ქცევის წესები.

დღიურებში ჩაინიშნეს მიღებული საინტერესო ინფორმაცია, შემდეგ კი ერთმანეთს გაუზიარეს შთაბეჭდილებები.20221030 120618

წიგნის დღე აღვნიშნეთ, მოვაწყვეთ კენჭისყრა, საიდუმლოდ შევურჩიეთ ერთმანეთს საკითხავი წიგნები, ძვირფასი სიტყვები მივუძღვენით და ვადიდეთ წიგნიერება, განათლება ?? დიდი სიხარულით ესტუმრნენ ჩემი მერცხლები სკოლის ბიბლიოთეკას დაათვალიერეს და უფრო მეტად გაუღვივდათ წიგნებისადმი ინტერესი ♥️ ერთმანეთისადმი სიყვარულით ნაჩუქარ წიგნებს, თითოეული მათგანი დიდი ინტერესით წაიკითხავს ♥️? დაე, მუდამ ყოფილიყოს წიგნები თქვენი ცხოვრების მეგზური ? ჩვენ გვიყვარს კითხვა ???

დღეს დედამიწის დღეა ??? დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩემმა მერცხლებმა განახორციელეს შემდეგი ღონისძიებები:
პლაკატების შექმნა ბუნების დაცვის მოწოდებით;
სკოლის ეზოს დასუფთავება;
სააქტო დარბაზში დედამიწასთან შეხვედრა;
ფილმის ჩვენება დედამიწაზე;
თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ჩემი პატარებისთვის, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი სახლი - პლანეტა დედამიწა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ვიზრუნოთ ენერგიის დაზოგვაზე, დავიცვათ ჩვენი ლამაზი ბუნება, გავუფრთხილდეთ ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს და რა თქმა უნდა ერთმანეთს ?
 
 
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲙᲕᲘᲠᲔᲣᲚᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘ:
ᲙᲐᲚᲘᲒᲠᲐᲤᲘᲘᲡ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ - „ᲔᲜᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ - ᲡᲘᲢᲧᲕᲐᲥᲐᲠᲒᲣᲚᲘ“
ᲯᲒᲣᲤᲣᲠᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ
ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ - „ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲨᲝᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲔᲜᲐ“
ᲬᲘᲒᲜᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗᲐ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲜᲐᲮᲐᲢᲔᲑᲘᲗ - „ᲘᲐᲙᲝᲑ ᲒᲝᲒᲔᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲔᲑᲘ“
ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲑᲘᲡ ᲪᲔᲠᲔᲛᲝᲜᲘᲐ
ᲓᲐᲣᲕᲘᲬᲧᲐᲠᲘ, ᲔᲛᲝᲪᲘᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲢᲕᲘᲠᲗᲣᲚᲘ, ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲡᲝ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ..
 

მე-2 -5 კლასის მოსწავლეები გულწრფელი ემოციებით მოგვილოცავენ გაზახულის ძალიან საყვარელ დღესასწაულს დედის დღეს. 

გაზაფხულის ყვავილები
მსურს შევკონო ერთად,
მსურს შევკონო და მოგიძღვნა
საყვარელო დედა!

გაზაფხულდა,
შენს თვალებშიც გაზაფხული ბრწყინავს,
კიდევ ბევრჯერ გაგითენდეს
დედავ, მარტის დილა!