- დეტალები
- კატეგორია: პროექტები
პროექტი: ჩემი სახლის საყვარელი ბინადრები (მცენარეები თუ ცხოველები- არჩევანი თავისუფალია)
კლასი: მესამე
პროექტის მიზანი:
1. კვლევა-ძიების უნარების განვითარება;
2. სახლის ბინადრების მოვლის წესების გარკვევა;
3.ბუნების მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების აჩამოყალიბება;
მუშაობის ფორმები: ინდივიდუალური და ჯგუფური;
მუშაობის პერიოდი: 2 კვირა;
სამუშაოს ეტაპები:
1. მოიძიე ინფორმაცია ცხოველის/მცენარის შესახებ;
2. გაარკვიე რომელი მათგანის არსებობა არის შესაძლებელი სახლში;
3. დახატეთ ან აჩვენეთ მისი (მათი) ფოტოები;
4. აღწერეთ მათი თვისებები;
5. დახატე შენი სახლის ბინადარი მცენარე ან ცხოველი;
6. განსაზღვრე შენი მოვალეობები პროექტში;
შედეგების გაფორმება: თაბახის ფურცელზე, ფორმატზე ან წიგნის სახით;
პროექტის მასალები: დაწერე, დააწებე, დახატე, რაც საჭიროდ მიგაჩნია;
პრეზენტაცია. პრეზენტაციის ბოლოს გაეცით რჩევები.
როგორ ვაფასებ საკუთარ მუშაობას პროექტზე (საინტერესო იყო თუ ძნელი? იყო დამოუკიდებელი თუ საჭირო იყო უფროსების დახმარება? როგორ ითანამშრომლე კლასელებთან? იყო თუ არა სამუშოა წარმატებული?)