A A A

 

თემა

ჯგუფური სამუშაო

სწავლების საფეხური

მეორე კლასი

მოსწავლეთა რაოდენობა

14

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

·         მოსწავლეებმა შეძლონ მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების სწორად დაკავშირება;

·         მოსწავლეებმა შეადგინონ წინადადებები სურათების მიხედვით;

·         მოსწავლეებმა შეძლონ სასვენი ნიშნების სწორად დასმა წინადადებებში;

წინასწარი ცოდნა

·         მოსწავლეები იცნობენ სასვენ ნიშნებს;

·         მოსწავლეებს აქვთ წინადადებების შედგენის გამოცდილება;

·          მოსწავლეებმა იციან მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვების მნიშვნელობა;

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

·         ჯგუფური მუშაობის წესების გაცნობა;

·         მოსწავლეები შეადგენენ წინადადებებს სურათების მიხედვით და პრეზენტაცია;

·         ტექსტის შესაბამისად სასვენი ნიშნების დასმა და პრეზენტაცია;

·         მსგავსი მნიშვნელობის სიტყვებისა და სურათების დაკავშირება;

·         საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებისა და სურათების დაკავშირება;

·         შეჯამება და სიგელებით დაჯილდოება;

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან

ქართ. II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.

ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

შეფასება

განმავითარებელი, სიგელები;

სასწავლო რესურსები

ფორმატი, ფოტოები

თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში – II 2024 წლის 12 ივნისს სსიპ ქ. ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში გაიმართა რეგიონალური კონფერენცია “თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში.” კონფერენციის მიზანი იყო: სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; მასწავლებელთა შინაგანი მოტივაციის გაძლიერება; მასწავლებელთა პროფესიული განვითარება; თანამედროვე პროფესიული პრაქტიკის გაზიარება. აღნიშნული კონფერენციის ორგანიზატორია სსიპ ქ. ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია და დაწყებითის კათედრა; იგი წელს მეორედ გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მასწავლებლები: ასმათ ტოგონიძე, თამარ გოგატაძე, მედეა ადეიშვილი (ქუთაისის N17 სჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებლები); ნინო მეფარიძე (ქუთაისის N29 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნინო გეწაძე (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი); მარიამ ბოლქვაძე (ქუთაისის N14 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ია ლაგვილავა (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწვლებელი); ლალი კიკნაძე (ქუთაისის N14 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); თინათინ მილორავა (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); თამარ ჯინჭარაძე (ქუთაისის N24 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნინო მერკვილაძე (ქუთაისის N17 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); ნატო მაისურაძე (ქუთაისის N29 საჯარო სკოლა, დაწყებითის მასწავლებელი); კონფერენცია შეაჯამა სკოლის დირექტორმა გიორგი ოსაძემ და მონაწილეები დააჯილდოვა სერტიფიკატებით. სტუმრებმა გამოთქვეს სურვილი თანამშრომლობის გაგრძელების შესახებ; კონფერენცია მიიღებს ტრადიციულ სახეს და ჩატარდება ყოველი სასწავლო წლის ბოლოს.

438124866 385171661219726 1775583828927250024 n

სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სსიპ ქ. ქუთაისის #17 საჯარო სკოლის 4⁵ კლასს (დამრიგებელი - ია ლაგვილავა) უმასპინძლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულებამ. არაჩვეულებრივ მასტერკლასს უძღვებოდა კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი. მოსწავლეებმა მასტერკლასის ფარგლებში აიმაღლეს ცოდნა კალიგრაფიული ხელოვნების მიმართულებით და კალიგრაფის დახმარებით შეასრულეს საინტერესო ნამუშევრები, მოეფერნენ ქართულ ანბანს და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.

437923817 405996478987250 4282516253632020215 n439149974 405997258987172 3998853155611548301 n439139522 405997165653848 4498333475898709930 n439090949 405996992320532 581812594921365856 n439079641 405997045653860 7806133776508092457 n439074272 405997228987175 5801220427140071320 n

აქტივობის სახელწოდება: დედავ, სიცოცხლის დიდო საწყისო

მასწავლებელი: ია ლაგვილავა

კლასი: მეოთხე

მოსწავლეთა რაოდენობა: 25

მშობელთა რაოდენობა :25

აქტივობის მიზნები:მშობელთა ჩართულობის გაზრდა სასწავლო პროცესშიმოსწავლეთა მოტივაციის გაზრდადედის მიმართ პატივისცემისა და მადლიერების გრძნობის ამაღლება;

აქტივობები:1. მოსწავლეები შეავსებენ წინასწარ მომზადებულ რესურსებს დედების შესახებ,მათ შორის ერთ-ერთი აქტივობაა მათი დახატვა მშობლები კი შემდეგშეეცდებიან ამოიცნონ საკუთარი თავი;2. მოსწავლები გაგვაცნობენ როგორ აღინიშნება დედის დღე მსოფლიოსსხვადასხვა ქვეყნებში, ასევე საქართველოში, ისაუბრებენ მისი მნიშვნელობისშესახებ და დედებს წაუკითხავენ გამონათქვამებსა და ლექსებს დედაშვილობისშესახებ;3. მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც ჩაერთვებიან და ისინიც წაიკითხავენფრაზებს დედაშვილობააზე;4. თამაში: დედები და შვილები ერთმანეთს დაუდგებიან ზურგით და ექნებათდაფები, როდესაც მასწავლებელი დასვამს კითხვებს, ისინი დაწერენ პასუხებსისე რომ ერთმანეთს არ ანახონ, გაიმარჯვებენ თუ პასუხები ერთმანეთსდაემთხვევა; კითხვები:1. რომელია მოსწავლის/მშობლის საყვარელი ფერი?2. რომელია მოსწავლის/მშობლის საყვარელი საჭმელი?3. რისი გაკეთება უყვარს თავისუფალ დროს მოსწავლეს/მშობელს?4. რომელი წიგნი უყვარს ყველაზე მეტად მოსწავლეს?5. რომელი სიმღერა უყვარს ყველაზე მეტად მშობელს?5. თამაში ჭიქების დალაგებაზე ვინ უფრო სწრაფი იქნება ის გაიმარჯვებს;6. თამაში: მონაწილეები ხელს ადებენ სხეულის იმ ნაწილზე როომელსაცმასწავლებელი დაასახელებს, ხოლო როცა იტყვის ჭიქა, ვინც მოასწრებს აღებასის იმარჯვებს;7. მოსწავლეების წინასწარ მომზადებული პორტრეტები იქნება დაკიდებულიოთახში და მშობლები შეეცდებიან ამოიცნონ საკუთარი თავი;8. დაჯილდოება მშობელებისა და შვილების მათთვის სიურპრიზად მომზადებულისპეციალური სურათებით;

შედეგები: მოსწავლეთა და მშობელთა გაზრდილი მოტივაცია და პოზიტიური სასწავლო გარემო;

430235260 376736011913297 3619078683913133192 n   430227816 376736378579927 1625096326108405719 n 430215460 376735885246643 951621256456417109 n      427696266 376736301913268 902677523093413753 n  427683066 376736475246584 7819547588398535750 n430215801 376736068579958 3276512220137240867 n

საახალწლო საერთაშორისო პროექტი, რომლის შედეგად ორი მეზობელი სახელმწიფოს - საქართველო და თურქეთის მოსწავლეებმა გაცვალეს საახალწლო ბარათები, გაიცნეს ერთმანეთი და მეგობრული დამოკიდებულება გამოამჟღავნეს. თითქოს პატარა პროექტი, მაგრამ ამავე დროს ძალიან დიდ მიზნებზე დაფუძნებული, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელია. ????

418425840 350211807899051 3855463120148497332 n    419241069 350211727899059 2187499320800864458 n  420179420 350211967899035 2870139095345348898 n