- დეტალები
- კატეგორია: ღონისძიებები
დღეს დედამიწის დღეა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ჩემმა მერცხლებმა განახორციელეს შემდეგი ღონისძიებები:
პლაკატების შექმნა ბუნების დაცვის მოწოდებით;
სკოლის ეზოს დასუფთავება;
სააქტო დარბაზში დედამიწასთან შეხვედრა;
ფილმის ჩვენება დედამიწაზე;
თითოეული აქტივობა ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ჩემი პატარებისთვის, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ ჩვენი სახლი - პლანეტა დედამიწა. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ ვიზრუნოთ ენერგიის დაზოგვაზე, დავიცვათ ჩვენი ლამაზი ბუნება, გავუფრთხილდეთ ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს და რა თქმა უნდა ერთმანეთს
- დეტალები
- კატეგორია: ღონისძიებები
ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲔᲜᲘᲡ ᲙᲕᲘᲠᲔᲣᲚᲘᲡ ᲤᲐᲠᲒᲚᲔᲑᲨᲘ ᲩᲐᲢᲐᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲔᲑᲘ:
ᲙᲐᲚᲘᲒᲠᲐᲤᲘᲘᲡ ᲙᲝᲜᲙᲣᲠᲡᲘ - „ᲔᲜᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚᲘ - ᲡᲘᲢᲧᲕᲐᲥᲐᲠᲒᲣᲚᲘ“
ᲯᲒᲣᲤᲣᲠᲘ ᲡᲐᲛᲣᲨᲐᲝ
ᲦᲝᲜᲘᲡᲫᲘᲔᲑᲐ - „ᲩᲕᲔᲜᲘ ᲛᲨᲝᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲔᲜᲐ“
ᲬᲘᲒᲜᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ ᲛᲝᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗᲐ ᲮᲔᲚᲜᲐᲬᲔᲠᲔᲑᲘᲗᲐ ᲓᲐ ᲜᲐᲮᲐᲢᲔᲑᲘᲗ - „ᲘᲐᲙᲝᲑ ᲒᲝᲒᲔᲑᲐᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲛᲝᲗᲮᲠᲝᲑᲔᲑᲘ“
ᲓᲐᲯᲘᲚᲓᲝᲑᲘᲡ ᲪᲔᲠᲔᲛᲝᲜᲘᲐ
ᲓᲐᲣᲕᲘᲬᲧᲐᲠᲘ, ᲔᲛᲝᲪᲘᲔᲑᲘᲗ ᲓᲐᲢᲕᲘᲠᲗᲣᲚᲘ, ᲡᲐᲘᲜᲢᲔᲠᲔᲡᲔᲡᲝ ᲓᲦᲔᲔᲑᲘ..
- დეტალები
- კატეგორია: ღონისძიებები
მე-2 -5 კლასის მოსწავლეები გულწრფელი ემოციებით მოგვილოცავენ გაზახულის ძალიან საყვარელ დღესასწაულს დედის დღეს.
გაზაფხულის ყვავილები
მსურს შევკონო ერთად,
მსურს შევკონო და მოგიძღვნა
საყვარელო დედა!
გაზაფხულდა,
შენს თვალებშიც გაზაფხული ბრწყინავს,
კიდევ ბევრჯერ გაგითენდეს
დედავ, მარტის დილა!