A A A

ეს ვიდეო დაწყებითი კლასის მოსწავლებისთვისაა შექმნილი. განხილულია ამოცანის კომპონენტები, ამოცანის ამოხსნისთვის აუცილებელი და დამხმარე გზები, რომ მოსწავლეს გაუმარტივდეს ამოცანების ამოხსნა. ვიდეოში ამოცანები ვიზუალურად არის ამოხსნილი, რაც კარგი საშუალებაა ამოცანის პირობის, შეკითხვის და ამოხსნის გზის კარგად წარმოსადგენად და გასააზრებლად. ვიდეოში ახსნილია როგორც ერთმოქმედებიანი, ასევე ორმოქმედებიანი ამოცანა. ვიდეოს გამოყენებადი რესურსია, როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის და მშობლებისთვის.

ეს არის საინფორმაციო სახის ვიდეო,რომელიც მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს საათის ახსნის დროს. ვიდეო შეიცავს საათის განვითარების ისტორიას, ახსნილია მისი მნიშვენლობა და დანიშნულება. ვიდეოში ვიზუალურადაა წარმოადგენილი თითოეული ფაქტი  და აღსაქმელად უფრო მარტივია მოსწავლეებითვის. საათი ძალიან დიდი ისტორიისა და დანიშნულების მატარებელია, ამიტომ ვფიქრობ, ეს ვიდეო საფუძველს შეუქმნის მაყურებელს, რომ მისით დაინტერესდეს და კარგად შეისწავლოს.