კალიგრაფიის მასტერკლასი - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში
- დეტალები
- კატეგორია: პროექტები
სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში სსიპ ქ. ქუთაისის #17 საჯარო სკოლის 4⁵ კლასს (დამრიგებელი - ია ლაგვილავა) უმასპინძლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენის მიმართულებამ. არაჩვეულებრივ მასტერკლასს უძღვებოდა კალიგრაფი ფიქრია ჭაბუკიანი. მოსწავლეებმა მასტერკლასის ფარგლებში აიმაღლეს ცოდნა კალიგრაფიული ხელოვნების მიმართულებით და კალიგრაფის დახმარებით შეასრულეს საინტერესო ნამუშევრები, მოეფერნენ ქართულ ანბანს და სამახსოვრო საჩუქრებიც მიიღეს. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს მასპინძლობისთვის.
გრამატიკის გასაღები
- დეტალები
- კატეგორია: ქართული ენა და ლიტერატურა
წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შექმნილ რესურსს, რომლის მიზანია გრამატიკული საკითხების გამეორება და განმტკიცება; წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს, რომლის დახმარებითაც მოსწავლეები ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით შეძლებენ: (ქართ. დაწყ.(I) 5) ენობრივ-გრამატიკული საშუალებებისა და ლექსიკის ცოდნის ფუნქციურად გამოყენებას კონკრეტული ამოცანების გადასაჭრელად;
რესურსის გამოყენების შედეგად მოსწავლეებმა განიმტკიცეს გრამატიკულ საკითხებთან დაკავშირებული ცოდნა თვალსაჩინო, ფერადი და კარგად ილუსტრირებული სავარჯიშოების დახმარებით; მოსწავლეებს სიამოვნებდათ მოცემულ რესურსის გამოყენება და აქტიურად ერთვებოდნენ, რაც ხელს უწყობდა მათი ცოდნის განმტკიცებას;
იხილეთ გრამატიკის სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია ლინკზე.